„საქართველოს მელიორაციამ“ ახალსოფლის დამშრობი სისტემის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სენაკის მუნიციპალიტეტში, ცივა-ტეხურას მდინარეთაშორის მასივზე, ახალსოფლის დამშრობი სისტემის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ახალი მილხიდები, შეკეთდა გადასასვლელი ხიდები, ნატანი მასისგან გაიწმინდა კოლექტორები და შემკრები არხები.
შედეგად სოფელი ახალსოფლის 691 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე აღდგა სადრენაჟე მომსახურება.
აღნიშნული სისტემის რეაბილიტაცია 2 ათეული წელზე მეტია არ ჩატარებულა.
2012 წლიდან დღემდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი . გაიწმინდა და მოწესრიგდა 500 კილომეტრამდე სადრენაჟე არხი. შედეგად, რეგიონში დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 19 000 ჰა-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები