ავიაკომპანიამ Gulf Air ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენა დღეიდან დაიწყო

მსოფლიოში ერთ-ერთმა მსხვილმა ავიაკომპანიამ Gulf Air ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენა დღეიდან დაიწყო.
რეისები კვირაში სამჯერ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება.
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, Gulf Air საქართველოს საავიაციო ბაზრით 2016 წელს დაინტერესდა.
პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად „ტავ ჯორჯიაც“ აქტიურად მონაწილეობდა.
Gulf Air მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები