„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” გენდერული თანასწორობის შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერს მიესალმება

ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” ”საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” მე-11 მუხლის მესამე პუნქტით შეთავაზებულ ფორმულირებას მიესალმება.
”ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” მიესალმება ”საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტის მე-11 მუხლის მესამე პუნქტით შემოთავაზებულ ფორმულირებას, რომლის მიხედვით სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის და სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
მითითებული ნორმა კონსტიტუციის დონეზე განამტკიცებს გენდერული თანასწორობის მიღწევის შესაძლებლობებსა და ახალ პერსპექტივებს გააჩენს იმისთვის, რომ საქართველოში ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეალურად იქნეს უზრუნველყოფილი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ, “ძალადობისაგან დაცვის ერონული ქსელის” თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე, რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ და მისი თავმჯდომარე ხათუნა ბეჭვაია, ”სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება” და მისი თავმჯდომარე მარინა მოდებაძე, ”აზერბაიჯანელ ქალთა გაერთიანება საქართველოში” და მისი თავმჯდომარე ლეილა სულეიმანოვა, ”ქალთა ხმა” და მისი თავმჯდომარე ჯილდა ხარიტონაშვილი, ”სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისთვის” და მისი თავმჯდომარე თამილა ბაწაშვილი, საქველმოქმედო ორგანიზაცია “იალქანი” და მისი თავმჯდომარე თეონა აბაშიძე, ასევე, განათლების ცენტრი და მისი თავმჯდომარე მანანა ჯინჭარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები