საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონის განხილვა გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონის განხილვა გადაიდო. მოსამართლემ მხარეებს განუცხადა, რომ პროცესის განახლების დროს დამატებით აცნობებს.
სხდომის გადადების ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ პლენუმი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოსმენასაც გეგმავს, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ მისულა.
მთელი დღის განმავლობაში, მოსამართლეები და მხარეები შეკითხვებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელს უსვამდნენ.
პროცესზე სუს-ის წარმომადგენლის მოსმენა ვერ მოხერხდა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ე. წ. მოსმენების გასაღები ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს არ უნდა ჰქონდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები