საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, გერმანიის ყოფილი კანცლერის, ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო, გერმანელ ხალხს მიუსამძიმრა და გერმანიის ელჩის რეზიდენციაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
”ქართველი ხალხის სახელით, გერმანელ ხალხს და ბატონი კოლის ოჯახს ვუცხადებ თანაგრძნობას და ვიხსენებ იმ დიდ ღვაწლს, რომელიც მას მიუძღვის გერმანელი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე. ცივი ომის დასრულება, ევროინტეგრაციისა და ნატოს გაფართოების პროცესი, გერმანიის გაერთიანება, მოგვიანებით, აღდგენილი დამოუკიდებლობის შემდეგ, ქართველ და გერმანელ ხალხებს შორის ქართულ-გერმანული სახელმწიფოებრივი ურთიერთობების გაღრმავება – ეს არის არასრული ჩამონათვალი ბატონი კოლის შთამბეჭდავი მოღვაწეობისა. დღეს, ამ მძიმე წუთებში, ვიხსენებთ რა მის მნიშვნელოვან საქმეებს და დანატოვარს, ვიმედოვნებ, მისი მოღვაწეობის შედეგთა გაღრმავებას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები