ეკა ბესელია: ეს არის კონსტიტუცია, რომელიც დააზღვევს რისკებს, პოლიტიკურ კრიზისებს

„ეს არის კონსტიტუცია, რომელიც დააზღვევს რისკებს, პოლიტიკურ კრიზისებს. მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების რეალურ დაცვას“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ეს არის ისტორიული მომენტი ხელისუფლება კი აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ახლავს ამ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესს.
„გადაუჭარბებლად ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში შესატან, პრაქტიკულად სრულიად ახალი რედაქციის ცვლილებებს მთელმა უმრავლესობამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 115 დეპუტატი დღეს იზიარებს იმ პრინციპებს, რომლითაც ქვეყანას ექნება ახალი სტანდარტი. ეს არის კონსტიტუცია, რომლითაც ძლიერი საპარლამენტო მოდელი გვექნება. იქნება მაკონტროლებელი ინსტიტუტი, ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს სახით, ეფექტური მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი.
ეს არის კონსტიტუცია, რომელიც დააზღვევს რისკებს, პოლიტიკურ კრიზისებს. მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებების რეალურ დაცვას. ეს მართლაც არის ისტორიული ეტაპი და ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ახლავს ამ კონსტიტუციური ცვლილებების პროცესს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები