გია ვოლსკი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი ფიქრობს პოლიტიკურ ველზე დარჩენას და შეიძლება, 2018 წელს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, დასანანია, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლის ასეთ გზას დაადგა. გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტი არც დღევანდელი და არც მომავალი კონსტიტუციით, ამ ფორმატში და ამ ფარგლებში არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს, ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის.
„მგონია, რომ პრეზიდენტი ძალიან ცუდად უწევს ექსპლუატაციას ხალხის ვითომდა, პოზიციას. სხვას ვერაფერს ვიტყვი. დასანანია, რომ პრეზიდენტი ასეთი პოლიტიკური ბრძოლის გზას დაადგა. პრეზიდენტი არც დღევანდელი და არც მომავალი კონსტიტუციით ამ ფორმატში და ამ ფარგლებში არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. ვფიქრობ, თუკი ხალხის ინტერესებზეა საუბარი, სწორედ მან უნდა გაითვალისწინოს ამის აუცილებლობა. მე ვერ ვილაპარაკებ მის მაგივრად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი ფიქრობს პოლიტიკურ ველზე დარჩენას და შეიძლება 2018 წელს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ, როცა იმყოფები იმ პოზიციაზე, როცა გავლენა შეგიძლია მოახდინო ჩვენს სანუკვარ მიზანზე, რასაც სტაბილურობა წარმოადგენს, სულ ცოტა ათჯერ მაინც უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები