საქართველოს, პირველი ოფიციალური ვიზიტით, საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, საბერძნეთის რესპუბლიკის შს მინისტრი ნიკოლაოს ტოსკასი დელეგაციასთან ერთად ეწვია. საბერძნეთის შს მინისტრი საქართველოში პირველად იმყოფება. ორი ქვეყნის შს მინისტრებმა – გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლაოს ტოსკასმა ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას. როგორც მხარეებმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ აღნიშნეს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ნარკოტიკული საშუალებებითა და ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობის, ტრეფიკინგის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და სხვა მძიმე დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროში თანამშრომლობას“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
აღნიშნული ხელშეკრულება საერთაშორისოა და ის მძიმე დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლაოს ტოსკასმა ხაზი გაუსვეს პოლიციის ატაშეებისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების მნიშვნელობას, განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები