115 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, 115 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. უმრავლესობა კი კენჭისყრის შედეგს ტაშით შეხვდა. კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია პარლამენტის არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, კონსტიტუციური ცვლილებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავი განიხილეს, რომლის არსი კანონმდებლებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო.
კონსტიტუციურ ცვლილებებზე მუშაობა დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვა ორ ეტაპად წარიმართა.
კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში ნათქვამია, რომ პროექტის მომზადების მიზანი მოქმედი კონსტიტუციის კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები