სოფო კილაძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 35-ე სესიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 35-ე სესიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას, სოფო კილაძე შეეხო პარლამენტის როლს, საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხს, განსაკუთრებით, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის, როგორც გაეროს ერთ-ერთ ინსტრუმენტთან დაკავშირებით. სოფო კილაძემ ისაუბრა 2016 წელს განხორციელებულ იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომელთა საფუძველზეც საქართველოს პარლამენტს შეუძლია საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტთან მიმართებით აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებზე.
კილაძე თავის მოხსენებაში ასევე შეეხო 2017 წელს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამართულ მოსმენებს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შუალედურ ანგარიშზე, ასევე, ბავშვთა უფლებების კონვენციის ოქმების შესახებ ანგარიშთან მიმართებით, გაეროს შშმ პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოხსენებაში აღინიშნა პარლამენტის დიდი ძალისხმევა და შესაბამისი ღონისძიებები გენდერული თანასწორობის საკითხებთან მიმართებით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე შეეხო არასამთავრობო სექტორისა და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობის როლსა და მნიშვნელობას კომიტეტის საქმიანობაში. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის, შალვა ცისკარაშვილის ძალისხმევით.
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, სოფო კილაძე შეხვდა UNICEF-ის პოლიტიკისა და დაგეგმვის პროგრამის უფროსს, ფაბიო საბატინის. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებების ახალი კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივაა. UNICEF-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ამ ინიციატივის მნიშვნელობას და გამოხატა მხარდაჭერა ბავშვთა კოდექსის შემუშავებასთან დაკავშირებით, ექსპერტული დახმარების თუ სხვა მიმართულებებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები