საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაკავებული ჟურნალისტი გაზახის პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დრეს დაკავებული ჟურნალისტი ქიამრან მახმუდოვი გაზახის პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მახმუდოვმა სააგენტო „ტურანს“ აცნობა.
მისი ინფორმაციით, საზღვარზე თავის მეგობართან, ადვოკატ ჯავიდ რზაზადესთან ერთად გადადიოდა. საპასპორტო კონტროლის გავლისას ის დააკავეს და პოლიციას გადასცეს.
ამის შემდეგ მახმუდოვი გაზახის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც აცნობეს, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. დაკავების კონკრეტული მიზეზი მახმუდოვისთვის არ განუმარტავთ.
ასევე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ პოლიციის მიერ ამოღებული ნივთები, საბუთები და ფული მას დაუბრუნეს. მახმუდოვი სასამართლოში საჩივრის შეტანას და დაკავების მიზეზების დადგენას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები