მაკრონი „დიდი ოცეულის“ შეხვედრამდე ნორმანდიულ ფორმატში შეხვედრის ჩატარების ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „დიდი ოცეულის“ შეხვედრამდე, „ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრის ჩატარების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ამის შემდეგ უკეთესად გამოჩნდება, თუ რა ეტაპზეა უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხი.  ამის შესახებ მაკრონმა გაზეთ “Figaro”-ს განუცხადა.
“რაც შეხება უკრაინის საკითხს, მე ჩემს პოზიციას ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში შეხვედრის შემდეგ დავაფიქსირებ. ჩვენი ვალია ევროპასა და რეგიონში მის მოკავშირეთა ინტერესების დაცვა. ამაში ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
უკრაინის მხარემ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის ჩატარების მზადყოფნა გამოთქვა. უკრაინის საგარეო  საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე  გაიმართება.
„დიდი ოცეულის“ სამიტი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 7-8 ივნისს უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები