თურქეთში, ნატოს სამხედრო ობიექტთან აფეთქება მოხდა

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, იზმირის პროვინციაში, ნატოს სამხედრო ობიექტთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ტელეკომპანია  CNN Turk-ი იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აფეთქება სასაფლაოზე მოხდა, რომელიც სამხედრო ობიექტის მახლობლად მდებარეობს. დაზიანებულია სასაფლაოს კედელი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მიმდინარეობს გამოძიება. თურქეთში ბოლო დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ათობით ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები