მოსკოვის ოლქში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სამი ადამიანი გარდაიცვალა

სამი ადამიანი გარდაიცვალა მოსკოვის ოლქში, სერგიევ პოსადის რაიონში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად.   ექვსი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ „ბი ბი სის“ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცნობეს.
პოლიციის ინფორმაციით, ეს ადამიანები მეთილის სპირტით მოიწამლნენ. მოწამლულმა პირებმა სპირტი დალიეს, რომელიც მათ კანისტრით აჩუქეს.
ამჟამად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები