დეპუტატის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპონენტების ბოიკოტი დემაგოგიაა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისადმი ოპონენტების ბოიკოტი ცარიელი პოპულიზმი და დემაგოგიაა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ სპექტრს არგუმენტები დაუწუნა.
“როდესაც აღარ გაქვს არგუმენტები, ამასთან, გარდა საკონსტიტუციო კომისიისა, ხალხი და ვენეციის კომისია გეუბნება, რომ შენი ლოგიკა ცარიელი პოპულიზმი და დემაგოგიაა, ერთადერთი გზა პროცესის დისკრედიტაციისთვის არის ბოიკოტი. თან თუ კვირაზე მეტი ქუთაისის პარლამენტში ჯდომა და მუშაობა გეზარება, ბოიკოტი უფრო მომხიბვლელად გამოიყურება – ეს არის ჩვენი ოპონენტების გადაწყვეტილების მოკლე აღწერა. გარდა ამისა, როდესაც აცხადებ, რომ არ ენდობი მმართველ გუნდს და მას მარტო ტოვებ დარბაზში კონსტიტუციის განხილვისას, ეს ნიშნავს, რომ ან იტყუები და იცი რომ, მართლაც საუკეთესო კონსტიტუცია იწერება, ან საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყნის მომავალი”, – განაცხადა დეპუტატმა.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობდა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო აცხადებს, რომ საქართველოს შესწორებული კონსტიტუცია წინამორბედზე უკეთესია და იმედოვნებს, რომ მმართველი გუნდი მეგობარი ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებს, შესაბამისად, უახლოეს მომავალში რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.
საკონსტიტიტუციო ცვლილების პაკეტის შესახებ საერთო სახალხო განხივა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები