ირაკლი კობახიძე: პლებისციტის არ გვეშინია, მთავარია, რომ პლებისციტი აზრს არ იყოს მოკლებული

პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების არ ეშინია, მაგრამ პლებისციტი აზრს არ უნდა იყოს მოკლებული.
„ხალხი იტყვის, რომ ორივე სისტემა მოგწონს. რა გავაკეთოთ? სისტემიდან უნდა ამოვიდეთ, რაც უკეთესია. სისტემისთვის უკეთესი საპირისპირო რაღაცაა, რაც სრულად პროპორციული არჩევნები და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაა. პრობლემაა ის, რომ ხალხისთვის საფუძვლიანად არავის აუხსნია, საპარლამენტო და საპრეზიდენტო სისტემების არსი. ამაშია პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, პასუხს ზედაპირულს იღებ. პლებისციტის არ გვეშინია, მთავარია, რომ პლებისციტი აზრს არ იყოს მოკლებული. როცა საზოგადოებას მმართველობის ფორმებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ინფორმაცია არ აქვს, პლებისციტის ჩატარება არასწორია“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები