საფრანგეთის ელჩი – პასკალ მენიე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

​საფრანგეთის ელჩი საქართველოში – პასკალ მენიე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფრანგული ენის კაბინეტის გახსნას დაესწრო. ელჩი უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრისას, მან საფრანგეთის საგარეო პოლიტიკასა და გამოწვევებზე ისაუბრა და საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობასაც შეეხო.
​შავი ზღვის უნივერსიტეტის ინფორმაციით, მოკლე საჯარო ლექციის შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს უპასუხა. ფრანგული ენის კაბინეტის გახსნისას, უნივერსიტეტის იმ სტუდენტებმა, რომლებიც ფრანგულ ენას ეუფლებიან, მუსიკალური და ლიტერატურული ნომრები წარმოადგინეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის საელჩოს წარმომადგენლებმა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები წარუდგინეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები