ავსტრალია სირიაში საჰაერო ოპერაციას წყვეტს

ავსტრალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიაში სამხედრო-საჰაერო ოპერაციაში მონაწილეობას წყვეტს. ოფიციალური კანბერა იუწყება, რომ ეს გადაწყვეტილება „უსაფრთხოების მიზნით იყო მიღებული“.
ცნობისთვის, აშშ-ის საჰაერო ძალებმა ქალაქ რაქას მახლობლად ორშაბათს სირიის სამთავრობო ძალების ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს.
დამასკოს ინფორმაციით, თვითმფრინავი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე საომარ კამპანიაში მონაწილეობდა. ამერიკელი სამხედროები კი იუწყებიან, რომ ასადის ძალების ავიაციამ სირიის ოპოზიციის ძალები დაბომბეს, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეები არიან.
ამ ფაქტის შემდეგ ბაშარ ასადის მოკავშირე რუსეთის ხელისუფლებამ  განაცხადა, რომ აშშ-თან ფრენების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის მოქმედებას წყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები