რუსთავში 15 წლის მოზარდს ეძებენ (ფოტო)

​რუსთავში 15 წლის მოზარდს ეძებენ. მარიამ სოროზანიშვილი სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მას თან ჰქონდა მობილური ტელეფონი, რომელიც გამორთულია. 15 წლის გოგონას ჯინსის ლურჯი პერანგი და შავი შარვალი ეცვა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 112-ში შეტყობინება გუშინ შევიდა, რის საფუძველზეც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები