სემეკი წყლის მარეგულირებლების ევროპულ ქსელს მასპინძლობს

20-21 ივნისს,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) წყლის მარეგულირებლების ევროპული ქსელის (WAREG)გენერალურ ასამბლეასა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრაში მონაწილეობენ იტალიის, ბელგიის, პორტუგალიის, მოლდავეთის, მალტის, მაკედონიის, ლატვიის, ირლანდიის, უნგრეთის, შოტლანდიის, რუმინეთისა და ბულგარეთის მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლები.
საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარების მიზნით, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ წყალმომარაგების კომპანიების მონიტორინგისა და რეგულირების პრინციპებს, ასევე, იმსჯელებენ კომპანიების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმების მექანიზმებზე.
სემეკის წარმომადგენლები შეხვედრის მონაწილეებს  საქართველოს წყალმომარაგების სექტორში არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები