გიორგი მარგველაშვილი დათანხმდა ირაკლი კობახიძის შეთავაზებას
გიორგი მარგველაშვილი დათანხმდა ირაკლი კობახიძის შეთავაზებას, კონსტიტუციის პროექტზე ერთობლივი განხილვების გამართვის შესახებ.
ამია შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუციის პროექტის საერთო განხილვაში ფართო ჩართულობას ადმინისტრაცია თავიდანვე ითხოვდა და ირაკლი კობახიძის ამ შემოთავაზებას მიესალმებიან.