მიხეილ ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მინისტერიალში მონაწილობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ლუქსემბურგში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტერიალზე საუბარი შეეხება „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში მიმდინარე საკითხებს, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებსა და პერსპექტივებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით საქართველოს ქვეყნის პროგრესისა და წარმატების შედეგად „აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროექტში განსაკუთრებული როლი და ევროინტეგრაციის აქტიური დღის წესრიგი აქვს.
„ჩვენ შესაბამისობაში ვართ იმ მოლოდინებთან რომელიც არის აღმოსვალეთ პარტნიორობის მიმართ ეს არის 2020 სტრატეგია და უკავშირდება იმ 4 პრიორიტეტს, რომელიც ასევე შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის გაცხადებულ რეფორმების გეგმასთან. ჩვენი მზიანია რომ პრაქტიკულ ინტეგრაციასთან ერთად გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა პოლიტიკური კუთხით, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და საქართველომ გააკეთოს მაქსიმუმი რათა ვიყოთ ინტეგრირებული ევროპასთან, ვიყოთ ნაწილი ევროპული განვითარების, უსაფრთხოების და ღირებულებების”-განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძე ასევე გამოეხმაურა მეგობართა ჯგუფის ფორმატში „აღმოსავლეთ პარტნიორობის” მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრას და მადლობა გადაუხადა ლატვიასა და სლოვაკეთს შეხვედრის ორგანიზებისთვის.
მინისტრის შეფასებით, ის რომ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსთვის გაიმართა სპეციალური შეხვედრა, მოწმობს ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ პროგრესს „აღმოსვალეთ პარტნიორობის” ფორმატში.
„ჩვენი მონაწილეობა ამ შეხვედრაში არის განსაკურებულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოს პროგრესი კიდევ ერთხელ იქნას წარდგენილი ჩვენი პარტნიორების წინაშე, შეფასდეს დღევანდელი მდგომარეობა და დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები. ის რომ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსთვის გაიმართა სპეციალური საუზმე საქართველოს საგარეო საქმეთა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით არის მკაფიო გამოხატულებაა რომ საქართველოს განსაკუთრებული როლის აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობაში და ეს არის საქართველოს წარმატების და პროგრესის შედეგი. ჩვენი პარტნიორების ლატვიის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დახმარებით გვქონდა სიღრმისეული განხილვა ვისაუბრეთ მოლოდინებსა და საქართველოს აქტიური ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე” -განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს კოლეგა მინისტრებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები