ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციურ მონარქიას თავისი სერიოზული პლუსი აქვს

„ყველა მმართველობის სისტემას თავისი უპირატესობები აქვს, მათ შორის, კონსტიტუციურ მონარქიას აქვს თავისი სერიოზული უპირატესობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის საკითხზე შეიძლება, ვიფიქროთ, თუკი საქართველოში იქნება შესაბამისი პირობები.
„ჩვენ დღეს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ განცხადებაზე, რომელიც საკონსტიტუციო მონარქიას შეეხება, პატრიარქს შევხვდით. ვისაუბრეთ ამ განცხადების შინაარსზე, მიზანზე, ჩვენთვის პატრიარქის თითოეულ სიტყვას, თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თითოეულ ამ სიტყვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მმართველობის სისტემას თავისი უპირატესობები აქვს, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიას აქვს თავისი სერიოზული უპირატესობა. პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი მმართველობის სისტემაში, პოლიტიკურ სისტემაში. კონსტიტუციურ მონარქიას თავისი სერიოზული პლუსი აქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება მონარქიის აღდგენის საკითხზე პლებისციტის ჩატარებას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ასეთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, ფართოდ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.
„მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება, მიღებული იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები