ნასა ურანთან კოსმოსური აპარატის გაგზავნას აპირებს

აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ურანის და ნეპტუნის შესწავლას აპირებს და ამისთვის იქ აპარატის გაგზავნას გეგმავს. ეს მზის სისტემის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი პლანეტებია – მათ სიახლოვეს კოსმოსურმა აპარატმა მხოლოდ ერთხელ ჩაიფრინა.
ურანი და ნეპტუნი იუპიტერს და სატურნისგან, როგორც ზომით, ასევე ქიმიური შემცველობითაც განსხვავდება. თუ გაზის გიგანტები, ძირითადად, წყალბადისგან და ჰელიუმისგან შედგება, ყინულის გიგანტები შედგება წყლისგან, ამიაკისგან, მეთანისგან და გიგირდწყალბადისგან.
ურანი და ნეპტუნი მზისგან ყველაზე შორს მდებარე პლანეტებია. მათი დიამეტრი დედამიწაზე ოთხჯერ დიდია და იუპიტერზე სამჯერ პატარა.
ერთადერთი კოსმოსური აპარატი, რომელიც ურანს და ნეპტუნს მიუახლოვდა, „ვოიაჯერ-2“-ია, რომელიც კოსმოსში 1977 წელს გაუშვეს. ურანს ის 1986 წელს მიუახლოვდა და დედამიწაზე ბევრი საინტერესო ფოტო გამოაგზავნა.
ნეპტუნს აპარატი 1989 წელს მიუახლოვდა. მის ერთ-ერთ თანამგზავრზე, ტრიტონზე, მოქმედი გეიზერები აღმოაჩინეს. მანამდე, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მზისგან ასე შორს არსებული პლანეტის თანამგზავრზე ეს შეუძლებელი იყო.
ურანზე და ნეპტუნზე სპეციალური მისია აქამდე არ გაგზავნილა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს 2034 და 2041 წელს შედგება, ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პლანეტებთან მიახლოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები