ბრიუსელში ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო

ბრიუსელში ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ მოლაპარაკება დაიწყო. მასში „ბრექსიტის“ საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი დევიდ დევისი და ევროკავშირის წარმომადგენელი მიშელ ბარნიე მონაწილეობენ.
„ბი ბი სის“ ინფორმაციით, პირველ დღეს, მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეები მის განრიგს განსაზღვრავენ _ თუ რა პერიოდულობით შეხვდებიან და რა საკითხებს განიხილავენ.
დევისმა კონსტრუქციული მოლაპარაკების იმედი გამოთქვა. ბარნიემ კი აღნიშნა, რომ მოლაპარაკების საწყის ეტაპზე, აუცილებელია ირლანდიას და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვრების ზუსტი დადგენა.
ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი იქნება დიდ ბრიტანეთის მიერ სხვადასხვა გადასახადის გადახდა, ევროკავშირიდან გასვლის სანაცვლოდ. ევროკავშირის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ საუბარია 50 მილიარდი ფუნტის გადახდაზე. გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით კი „ბრექსიტი“ დიდ ბრიტანეთს, შესაძლოა, 100 მილიარდი ფუნტი დაუჯდეს.
ლონდონმა უკვე განაცხადა, რომ 100 მილიარდი ფუნტის გადახდას არ აპირებს და „გადაიხდის იმდენს, რამდენიც იურიდიული პროცედურებით არის გათვალისწინებული და არა იმდენს, რამდენიც ევროკავშირს სურს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები