ასადის ძალების თვითმფრინავის განადგურების შემდეგ, რუსეთი აშშ-თან ჰაერში ინციდენტების დაუშვებლობის მემორანდუმს აჩერებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სირიაში ბაშარ ასადის ძალების თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსეთი აშშ-თან ჰაერში ინციდენტების დაუშვებლობის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმს აჩერებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ცნობისთვის, სირიული ავიაგამანადგურებელი კოალიციის ავიაციამ ქალაქ რაქასთან ჩამოაგდო. მოსკოვი ვაშინგტონის ამ ქმედებას აგრესიას უწოდებს.
დამასკოში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობდა. საერთაშორისო კოალიციაში კი აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალების თვითმფრინავი სირიელ მოხალისეებს ბომბავდა, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეები არიან და სწორედ ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება მისი განადგურების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები