რუსეთმა თურქეთში ახალი ელჩი დანიშნა

რუსეთმა თურქეთში ახალი ელჩი დანიშნა. ამ თანამდებობაზე ალექსეი ერხოვი დაინიშნა, რომელიც თურქეთში ადრეც მუშაობდა. ერხოვი ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის დეკემბერში ანკარაში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს.
რუსეთს თურქეთის ელჩი დაახლოებით ნახევარი წელი არ ჰყავდა. ანდრეი კარლოვი ანკარაში ფოტოგამოფენაზე 2017 წლის 19 დეკემბერს მოკლეს. მას ტერორისტმა მევლუთ ალთინთაშმა რამდენჯერმე ზურგში ესროლა. ალთინთაში მოგვიანებით პოლიციამ მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები