პოლიციის ინფორმაციით, ლონდონის კორპუსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა

ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე “გრენფელ თაუერში” 79 ადამიანი დაიღუპა. საუბარია მათზე, ვისი ცხედრებიც მაშველებმა იპოვეს და იმ ადამიანებზეც, ვისი პოვნაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
პოლიციის ცნობით, ბოლოს მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც მანამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ. ყველა ადგილის დათვალიერებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
“გრენფელ თაუერის” 24-სართულიან კორპუსში ხანძარი 14 ივნისს ღამით მოხდა. აალების მომენტში, კორპუსში 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები უცნობია. არსებობს რამდენიმე ვერსია – გაზის აფეთქება, მაცივრის აალება და ელექტროგაყვანილობის დეფექტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები