ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო სამხრეთ კორეაში გაიქცა

ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე სამხრეთ კორეაში გაიქცა. მან საზღვარი მდინარის გავლით გადალახა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბოლო კვირაში ეს სამხრეთ კორეაში გაქცეული მეორე ჩრდილოეთ კორეელი სამხედროა. თვითმხილველების თქმით, ის საზღვარზე გადმოსვლის დროს სამხრეთ კორეელ სამხედროებს უყვიროდა – „არ მესროლოთ, მე თქვენს მხარეს გადმოვდივარ“.
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა 1953 წლის შემდეგ ფორმალურად საომარ მდგომაროებაში არიან. ორ კორეას შორის ომი ზავით დასრულდა, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმება სეულს და ფხენიანს შორის არ გაფორმებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები