„მომეწონა ინიციატივა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ღია ეთერით მომხდარიყო“

“მე მომეწონა თავდაპირველი ინიციატივა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ღია ეთერით მომხდარიყო”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
”პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა, რომ ქართველს ხალხს ღია ეთერში ენახა შეხვედრა, სადაც ნათელი გახდებოდა პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ძალისხმევა კონსენსუსის მიღწევისთვის, მომეწონა. კარგი იქნებოდა, ინიციატივას პირველადი სახე ჰქონდეს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს სთავაზობს, კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში, ერთად იმსჯელონ. საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობას პრეზიდენტის სასახლეში სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები