ევროკავშირმა ყირიმის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ერთი წლით გააგრძელა სანქციები ყირიმის წინააღმდეგ, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, სანქციები 2018 წლის 23 ივნისამდე იმოქმედებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ევროკავშირის ქვეყნებს კიდევ ერთი წლით ეკრძალება ყირიმიდან საქონლის ექსპორტი, ასევე აკრძალულია ნახევარკუნძულის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელება და ყირიმში სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ექსპორტი.
რუსეთის მეირ ყირიმის შემოერთება დასავლეთის არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია. ევროკავშირის, ნატოს, ეუთოს და სხვა ორგანიზაციების რეზოლუციებში აღნიშნულია, რომ ეს ფაქტი საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები