პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს საკონსტიტუციო რეფორმაზე ღია ეთერში მსჯელობას კიდევ ერთხელ სთავაზობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო რეფორმაზე პირდაპირ ეთერში მსჯელობას კიდევ ერთხელ სთავაზობს.
ირაკლი კობახიძემ „სამწუხარო” უწოდა პრეზიდენტის უარს თავდაპირველ შეთავაზებაზე და პირდაპირი ეთერის ფორმატში მსჯელობაზე მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. აქვე, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის უარმა ცხადყო, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის პოზიციები მყარია.
„შევთავაზეთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთად დავმსხდარიყავით საზოგადოების წინაშე, ღია ეთერში და ერთად გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების არსის თაობაზე. ეს იყო ჩვენი შეთავაზება და კიდევ ერთხელ უნდა გამოვთქვა მწუხარება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო. ეს ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის ძალიან სუსტი. პრეზიდენტმა თავიდანვე აირჩია ძალიან არასწორი გზა. ეს იყო კომისიასთან დაპირისპირების გზა, საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირების გზა და მას შემდეგ, რაც დადასტურდა ამ რეფორმის წარმატება, ბუნებრივია, პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან სამწუხაროდ, უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ ამ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები