მალიში ტერორისტების თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

0

მალიში საკურორტო კომპლექსზე ტერორისტების თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტი ქალაქ ბამოკოდან აღმოსავლეთით მდებარეობს.
ისლამისტმა ტერორისტებმა მძევლებიც აიყვანეს. შეიარაღებულმა ძალებმა 20 მძევლის გათავისუფლება შეძლეს.
დაღუპულები გაბონის და საფრანგეთის მოქალაქეები არიან.
კანკაბას კურორტი ძალზე პოპულარულია ადგილობრივებს და უცხოელებს შორის.
ცნობისთვის, 2015 წლის ნოემბერში მალის დედაქალაქში სასტუმრო Radisson Blu-ზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი