აშშ-ის ავიაციამ სირიის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო

სირიის მთავრობის ინფორმაციით, საერთაშორისო კოალიციის ავიაციამ ქალაქ რაქასთან სირიის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
დამასკოს ინფორმაციით, თვითმფრინავი საბრძოლო ამოცანას ასრულებდა და ის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობდა.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმფრინავმა სირიელი მოხალისეები დაბომბა, რომლებსაც შეერთებული შტატები მხარს უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები