ლონდონში მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა – არის მსხვერპლი (ფოტოკოლაჟი)

ლონდონში, ფინსბერი-პარკის მიდამოებში, მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, რომლებიც საღამოს ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან მოდიოდნენ. პოლიციის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, მომხდარი, სავარაუდოდ, ტერორისტული აქტია. ამასთან დაკავშირებით მეიმ საგანგებო თათბირი გამართა. დიდი ბრიტანეთის მუსლიმანების საბჭოს ხელმძღვანელმა, ჰარუნ რაშიდ ჰანმა განაცხადა, რომ მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა, რომლებიც  რამადანის წმინდა თვეს საღამოს ლოცვიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები