ეკა ბესელიას აზრით, საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენაზე ფიქრი ღირს

უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენის თაობაზე პატრიარქის მიერ დისკუსიის გახსნა საინტერესო სიგნალია. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დაფიქრება ღირს.
„ჩვენ წარსულ პოლიტიკურ გამოცდილებას მონარქიის ძალიან დიდი ისტორია აქვს. დღეს თუ შევხედავთ ისეთ ქვეყნებს, რომელსაც ძლიერი დემოკრატია აქვთ და ამავდროულად აქვთ მონარქის ინსტიტუტიც, როგორია იქ პოლიტიკური ბალანსი, წონასწორობა და როგორი შემაკავებელი ფაქტორის მატარებელია მონარქის ინსტიტუტი – ამ პრიზმაში ამაზე მსჯელობა ბუნებრივია ღირს და საინტერესოა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ “საზოგადოებრივთან” საუბრისას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში.
„საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს, ვინ ვიქნებით ხვალ. იქნებ გვეფიქრა იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ  უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი”, – ბრძანა პატრიარქმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები