ეკა ბესელია: პრეზიდენტის პასუხი აკნინებს საკითხის მნიშვნელობას

დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პასუხი, პარლამენტის სპიკერის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე, საკითხის მნიშვნელობას აკნინებს.
“არც შესატყვისი პასუხი არ არის და ეს პასუხი თავისთავად აკნინებს საკითხის მნიშვნელობას. რა ადგილზე მოხდება შეხვედრა, ის რომ ეს უნდა იყოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სასახლე – ეს ხომ უკვე საკითხისადმი არასაკმარისი პატივისცემის დამადასტურებელია, როცა ამაზე კეთდება აქცენტი. საუბარია პირდაპირ ეთერზე. ჩვენ ხომ კონფერენციაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ორი ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ღია ეთერზე და არა კონფერენციაზე, სადაც მოსაზრებები უნდა გაცვალოს რამდენიმე ათეულმა ადამიანმა. ეს ხომ სხვადასხვა რამეა საერთოდ”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს შესთავაზა კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში იმსჯელონ. მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს საკითხის განხილვა ადმინისტრაციაში შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები