ერაყის სახელისუფლებო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოსულის ძველ უბანში იერიში დაიწყეს

ერაყის კოალიციურმა არმიამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ქალაქ მოსულის ძველ უბანში იერიში დაიწყო.
„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, სპეცრაზმი „ძველ მოსულს“ დასავლეთიდან უახლოვდება, ფედერალური პოლიცია კი – სამხრეთიდან.
გაეროს მონაცემებით, მოსულის მჭიდროდ დასახლებულ ძველ უბანში 100 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოსულში 250-მდე მშვიდობიანი მოქალაქე საჰაერო იერიშებს, სარაკეტო დარტყმებს და ისლამისტ სნაიპერებს ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები