მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის  შეთავაზებას

ირაკლი კობახიძის შეთავაზების გამო შიში და ამ ფორმატისათვის თავის არიდება პრეზიდენტის მხრიდან ნამდვილად არ გამკვირვებია – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა  მამუკა მდინარაძემ  პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებაზე  პრეზიდენტის მხრიდან გამოხატული პოზიცია.
მდინარაძე თვლის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას.
„კი ბატონო, შევხვდეთ, მაგრამ ღია ეთერში კი არა, ჩემთან სასახლეში, მე და პარლამენტის თავმჯდომარე კი არა, ბევრი ხალხი ერთად და თუ მაინცდამაინც, ხალხის საქმის კურსში ჩაყენების ნაცვლად, ისევ ერთი კარგი შოუ მოვაწყოთო – ასე უპასუხა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს. ირაკლი კობახიძის შეთავაზების გამო შიში და ამ ფორმატისათვის თავის არიდება პრეზიდენტის მხრიდან ნამდვილად არ გამკვირვებია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ პრაქტიკულად თქვა, რომ პრეზიდენტის არგუმენტები თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე და ა. შ. ჰაერშიც კი არ იძებნებოდა და გაურკვეველია საიდან გაჩნდა მის ლოგიკაში. შესაბამისად, ფაქტია, რომ მიუხედავად შეფარვით გაკეთებული განცხადებისა, პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას, რაც თავის მხრივ საზოგადოების კიდევ უფრო დეტალურად საქმის კურსში ჩაყენებას ემსახურება. განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს სთავაზობს, კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში, ერთად იმსჯელონ. „ჩვენ შეგვიძლია, პრეზიდენტთან ერთად, დებატებზე აქ არ არის საუბარი, დავსხდეთ ჟურნალისტების წინაშე,მედიაში, საზოგადოების წინაშე და არსებული დოკუმენტი ავუხსნათ.
საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობას პრეზიდენტის სასახლეში სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები