სოფო კილაძე: ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო პროექტში ცვლილებები მოიწონა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, ვენეციის კომისიამ მოიწონა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საქართველოს მიერ იყო წარმოდგენილი.
სოფო კილაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.
“ვფიქრობ, რომ გუნდის ერთიანობისთვის მნიშვნელოვანია ყველამ მოვძებნოთ კონსენსუსი და შევჯერდეთ ერთიან პოზიციაზე. ეს არ არის ავტოკრატიული ქვეყანა და ის, რომ გუნდის შიგნით განსხვავებული აზრი არსებობს, ვფიქრობ, დემოკრატიის დამსახურებაა. ვერ გეტყვით, რა ვადით შეიძლება გადაიწიოს ან გადაიწევა თუ არა, ეს გუნდში უნდა შევაჯეროთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა ძალიან კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, გვაქვს ასევე ის მიზანი, რომ განვითარდეს დემოკრატიული გზით და არსებობს სხვადასხვა მოდელი. პროპორციულ სისტემას ის დიდი პლუსი აქვს, რომ პარტიულ განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები