“ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს, ინსულტურ მდგომარეობაში თავად “ნაციონალური მოძრაობაა”

“ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ვინც აქამდე ვერ გაიგო, რომ “ნაციონალების” ნდობა არ შეიძლება: ბიძინა ივანიშვილი თავს მშვენივრად გრძნობს. ინსულტურ მდგომარეობაში თავად “ნაციონალური მოძრაობაა”, რასაც აშკარად ვეღარც მალავენ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილი, ინსულტის დიაგნოზით, გერმანიაში გადააფრინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები