ეგვიპტის პროკურორის მკვლელობასთან დაკავშირებულ 30 პირს სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს სასამართლომ 30 პირი ეგვიპტის გენერალური პროკურორის მკვლელობასთან კავშირში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ახლა ეს გადაწყვეტილება ქვეყნის რელიგიურმა ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს. საბოლოო ვერდიქტი 22 ივლისს გახდება ცნობილი, იმავე დღეს, სასამართლო განაჩენს ამ საქმეზე დაკავებულ კიდევ 36 პირს გამოუტანს. მათ პროკურორის მკვლელობის მიზნით შეთქმულება, ასევე, იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შენახვა ბრალდებათ.
ცნობისთვის, ეგვიპტის გენერალური პროკურორი კაიროში 2015 წლის 29 ივნისს აფეთქების შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად, დაცვის თანამშრომლები დაიღუპნენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, „გიზას სახალხო წინააღმდეგობამ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები