არქეოლოგებმა ეთიოპიაში უძველესი ქალაქი აღმოაჩინეს

ეთიოპიის აღმოსავლეთ ნაწილში არქეოლოგებმა უძველესი ქალაქი ხარლა აღმოაჩინეს, რომელიც ჩვ. წ. აღ-მდე მე-10 საუკუნეშია აშენებული. ხარლა რეგიონალური სავაჭრო ცენტრი იყო. აქ ბიჟუტერიას და საიუველირო ნაკეთობებს ამზადებდნენ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, რომ ქალაქის მოსახლეობა რეგიონის ბევრ ქვეყანასთან ვაჭრობას აქტიურად აწარმოებდა. იქ ნაპოვნი ნივთები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მალდივის კუნძულებიდან, მადაგასკარიდან, იემენიდან და ჩინეთიდან არის ჩამოტანილი. არქეოლოგები ასევე ამბობენ, რომ ქალაქის სასაფლაოზე არსებული 300-მდე ცხედრის შესწავლას გეგმავენ, რათა დაადგინონ თუ რითი იკვებებოდა ადამიანი იმ პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები