მორიგი შეტაკება მთიან ყარაბაღში – დაღუპულია ხუთი სომეხი სამხედრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში სომეხი სამხედროების ჯგუფი გაანადგურეს. დაღუპულია 5 სომეხი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სამი სამხედრო ადგილზე მოკლეს, ხოლო კიდევ ორი – საავადმყოფოში გარდაიცვალა. 16 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკების შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები