ტრამპმა 2016 წლის შემოსავლების შესახებ ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2016 წლის შემოსავლების შესახებ ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ეს ტრამპის მიერ საკუთარი ფინანსური შემოსავლის შესახებ გამოქვეყნებული პირველი ინფორმაციაა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. 98-გვერდიანი დოკუმენტი აშშ-ის მთავრობის ეთიკის საკითხთა ბიუროს საიტზე განთავსდა. ამასთანავე, ტრამპს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია საგადასახადო დეკლარაცია, რასაც მისი წინამორბედები ტრადიციულად აკეთებდნენ.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ვაშინგტონში მდებარე სასტუმროდან 19,7 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ფლორიდის კურორტმა მა-ა-ლაგომ მას 37,2 მილიონი დოლარი მოუტანა, ხოლო გოლფის მოედნებიდან შემოსულმა თანხამ 298 მლნ. დოლარი შეადგინა. ტრამპმა წიგნის გაყიდვიდან მიღებული ჰონორარიც მიუთითა, რომელმაც 7 მლნ. დოლარი შეადგინა.
ტრამპის საკრედიტო ვალდებულებები 315 მილიონ დოლარს უდრის. მას Deutsche Bank-ის 100-მილიონიანი ვალი აქვს და დაახლოებით იგივე თანხა საინვესტიციო ფონდს Ladder Capital Finance-ს უნდა გადაუხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები