ბელგიის მთავრობამ ანტიტერორისტული კოალიციის შემადგენლობაში ავიაციის მონაწილეობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალები ანტიტერორისტული კოალიციის შემადგენლობაში მონაწილეობას გააგრძელებენ. ამის შესახებ გამოცემა Belga იუწყება.
ამასთანავე, ავიაგამანადგურებლების რაოდენობა, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კამპანიაში მონაწილეობენ, ექვსიდან ოთხამდე შემცირდება. ამჟამად ისინი იორდანიის ბაზაზეა განთავსებული.
ბელგიის სამხედრო ავიაცია კოალიციას 2016 წლის ივლისში შეუერთდა. მთავრობის ინფორმაციით, ოპერაციის გაგრძელება ბელგიის ბიუჯეტს 17 მილიონი ევრო დაუჯდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები