ქაშმირში „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის ქაშმირის შტატში „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად, 5 პოლიციელი და ერთი თავდამსხმელი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, „ბოევიკები“ პოლიციელების მეირ მოწყობილ წვეულებას დაესხნენ თავს .
ქაშმირის შტატი ინდოეთისა და პაკისტანის საზღვართან მდებარეობს. მისი მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმანები არიან. ადგილობრივ შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და ინდოეთის უსაფრთხოების ძალებს შორის შეიარაღებული შეტაკებები საკმაოდ ხშირად ხდება.