ანტალიაში დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს, რომელშიც ქართველებიც არიან

თურქეთის პოლიციამ ქალაქ ანტალიაში ხუთკაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავა, რომლებსაც ბრალად ედებათ ძვირადღირებული მანქანებისა და სახლების ძარცვა.
გამოცემა Milliyet-ის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, ერთი დაკავებული ქალია.
პოლიციამ ბოროტმოქმედთა ვინაობა უსაფრთხოების ვიდეოკამერების მეშვეობით დაადგინა. ჩხრეკის დროს, მათი ბინებიდან ამოღებულია მოპარული ოქროულობა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები