ვანუატუს პრეზიდენტი გულის შეტევით გარდაიცვალა

ვანუატუს პრეზიდენტი ბალდვინ ლონსდეილი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Vanuatu Digest იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ის 17 ივნისს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ვანუატუს კონსტიტუციის მიხედვით, ახალი პრეზიდენტი პარლამენტმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა სამი კვირის განმავლობაში უნდა აირჩიონ.
ცნობისთვის, 2008 წლის ომის შემდეგ, ვანუატუმ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა შემდეგ ეს გადაწყვეტილება უკან გაიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები