იაპონიის სანაპიროსთან ამერიკული საბრძოლო ხომალდი და ფილიპინების სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახნენ

იაპონიის სანაპიროსთან ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი „ფიცჯერალდი“ და ფილიპინური კონტეინერმზიდი ერთმანეთს შეეჯახნენ. სამი ამერიკელი მეზღვაური, მათ შორის კაპიტანი დაშავდა. იაპონიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 7 ამერიკელი სამხედრო უგზო-უკვლოდ დაიკარგა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
შეჯახება ღამის საათებში, იაპონიის ქალაქ იოკოსუკადან 100 კილომეტრში მოხდა. ორივე გემმა დაზიანება მიიღო, თუმცა ჩაძირვის საფრთხე არ არსებობს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო გემები და ვერტმფრენები გააგზავნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები